ბერეზოვსკის სიკვდილის გარემოებების შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა
![1-berezovski-ucxx](images/stories/AXALI-4/1-berezovski-ucxx.jpg)
საქართველო, 29 მარტი,
საქინფორმი. პოლიციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებმაც შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს რუსი ბიზნესმენის,
ბორის ბერეზოვსკის, სიკვდილის გარემოებებს, რომლის ცხედარიც გასულ შაბათს დიდი ბრიტანეთში მისი სახლის სააბაზანოში აღმოაჩნეს.
ტემზ-ველის პოლიციის ოლქის მთავარი ინსპექტორის, მარკ უისტლის, განცხადებით, ბერეზოვსკის კისერზე მისი გვამის აღმოჩენის მომენტში რაღაც სადენისა თუ სახვევი ქსოვილისმაგვარი ეკეთა. ასეთივე მასალის ნაჭერი საშხაპეშიც აღმოაჩინეს.