საზოგადოება
საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. სწრაფი გადახდის აპარატით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს დღეიდან თავად მომხმარებლები გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”მაგთიკომი” ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საკომისიოს სამივე მობილური ოპერატორის - ”მაგთიკომის”, ”ჯეოსელის” და ”ბილაინის” მომხმარებლები გადაიხდიან. საკომისიოს ოდენობას კი თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გადახდის საშუალებების - სასაუბრო ბარათების, ოპერატორთა სერვის ცენტრებისა და ვებ გვერდების მეშვეობით.