აქტუალური
ეროსი კიწმარიშვილი: „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე იყო და არის მიხეილ სააკაშვილი!

1-aqtual3-mishaსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებლის, რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააკეთა, ტელევიზიარუსთავი 2″-ის მესაკუთრე იყო და არის მიხეილ სააკაშვილი!

ტელევიზიის ახალი მეპატრონეები, რომლებიც საოცარი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს რეესტრში - ყველანი  სააკაშვილს წარმოადგენენ.

1-aqtual3-erosi

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ელექტრონული მედია მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ ან მის საკუთრებაში გადავიდა! პროცესი 2004 წელს დაიწყო და 2006 წლისთვის ფაქტობრივად ყველა ტელევიზია მის ხელში აღმოჩნდა. არ ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებსაც დაფარვის მცირე ზო ჰქონდათ”,- განაცხადა კიწმარიშვილმა.