პოლიტიკა
ტრისტან წითელაშვილი: “საერთოდ, გენერალურ შტაბშიც და თავდაცვის სამინისტროშიც ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. მაშინაც კი, როცა პატარა სპეცოპერციას ატარებენ, მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლა ხდება. ჩვენ კი ამხელა ფართომასშტაბიანი ოპერაციები დავიწყეთ და არაფერი კეთდებოდა მოსახლეობის დაცვისა და ინფორმირების კუთხით.
როდესაც ამ სურათს შევხედე, აღვშფოთდი. თანამებრძოლებთან ერთად გამოვიძახეთ თავდაცვის რამდენიმე ოფიცერი და ჩამოვყალიბდით, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის მხრიდან შეგნებულად ხდება! ამიტომ ჩვენ, როგორც სამშობლოს წინაშე ფიცის დამდებმა სამხედრო პირებმა, გადავწყვიტეთ, მიგვეღო ზომები ხალხის გადასარჩენად. ამისათვის პირველ რიგში წინა ხაზი უნდა გაგვემაგრებინა,ზურგში კი მოსახლეობის ევაკუაციაზე გვეზრუნა.
ამიტომ წამოვედი შტაბში, ოფიციალურადაც განვაცხადე და მივმართე ყველას, რომ სანამ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდოდით, აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია.”