პოლიტიკა
საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ E-PINE-ს (ჩრდილოეთ ევროპაში გაფართოებული პარტნიორობის) წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ვილნიუსის სამიტის თემები განიხილეს. ისაუბრეს, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
იმავე დღეს E-PINE-ს დელეგაცია შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს.
![]() |
![]() |