პოლიტიკა
ზალკალიანი: „2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს“

zalkalianiსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ 2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთმა გადმოკვეთა და საქართველოს 20% მის მიერ არის ოკუპირებული. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტი დეოკუპაციაა.

არავის არ ეპარება ეჭვი, რომ 2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს, ეს არის აგრესია რუსეთის მხრიდან, საქართველოს 20% ოკუპირებულია. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ამ პოზიციას ვაფიქსირებთ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი დეოკუპაციაა. მაგრამ არსებობს კითხვები, როგორი იყო სამხედრო შენაერთების მზაობა, იყო თუ არა გამართული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება არ იგეგმება, მხოლოდ ხარვეზები გამოსწორდება და ეს შესწორებები პარლამენტში იქნება განხილული.