საზოგადოება
კანდელაკი: „იმერლიშვილის მეუღლემ გაიმარჯვა ტენდერში, რომლის ღირებულება 32 მილიონი ლარია!“

kandelakiსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით, რომელიც მან გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა,  საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

მისი თქმით, როცა საუბარი ელიტურ კორუფციას ეხება, საგულისხმოა ერთი კონკრეტული ფაქტი. კერძოდ, კი: ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა გოგოშვილი 5 აპრილს გახდა შპს "ფუდლაინ ჯორჯიას" დირექტორი, რომელმაც 15 აპრილს გაიმარჯვა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ტენდერში. აღნიშნული შპს თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს თბილისში. ტენდერის ღირებულება შეადგენს 32 მილიონ ლარს. არსებობს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს, კახეთის ლოტზე გამარჯვებული კომპანია გვერდზე გასწიოს და კონტრაქტი თვითონ მოიპოვოს. თუ საუბარია ელიტურ კორუფციაზე, სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის შემცველი მნიშვნელოვანი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ".