რელიგია
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხვალ, 25 აპრილს, 13:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დალოცავს „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ დეპუტატებს.
აღსანიშნავია, რომ „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა გაიმართება 2013 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტში ქალაქ ქუთაისის, რომელსაც მასპინძლობს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი დავით უსუფაშვილი.
2013 წლის მოწვევის 100 ახალგაზრდა დეპუტატი მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის საფუძველზე,მაღალი კონკურენციის პირობებში შეირჩა.