პოლიტიკა
მშრომელთა საერთაშორისო დღე დაკავებებით დასრულდა

1-maisiსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

აქციის მსველობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის და რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც მოხდა კანონის ფარგლებში მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ამ დროისათვის ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია ხელწერილით.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 1 მაისს, „ლაბორატორია 1918“-ის აქტივისტებმა და თსუ-ს სტუდენტებმა შრომის ახალ კოდექსში დასაქმებულთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებას მოთხოვნით დედაქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი საპროტეტო მსვლელობა მოაწყვეს, რომლის დროსაც კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ უცნობ პირებთან, რის შემდეგ ადგილზე პატრულის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი მივიდა და ინციდენტის განმუხტვა სცადა. რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა. 15-მდე კაცი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.