პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილისთვის რუსეთიდან გაზის შესყიდვა მიუღებელია

1-politika-kalaZe3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანიდან გამოეხმაურა.

„ენერგეტიკის თვალსაზრისით, რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ მოახერხა ის, რაც აღმოსავლეთ ევროპის ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო და გახდა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი. სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ გაზის შესყიდვის ალტერნატივა თურქმენეთთან და ყაზახეთთან უნდა ეძებოს. „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეურს არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს და მიწასთან გაგვასწორებს!" – განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ თემაზე პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

ცნობისათვის: განცხადება რუსული გაზის შესაძლო შემოტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას გააკეთა.