პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტარ ელისო ჩაფიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატს გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს: "ვისურვებდი, რომ ის იყოს ისეთი ბრძენი და მორალური პიროვნება, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, ისეთი გამოცდილი და დიპლომატიური უნარ-ჩვევებით, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარული და ენერგიით სავსე, როგორიც არის კახა კალაძე".
ამ საკითხს 7 მაისს აჭარაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. „ვინც არ უნდა დავასახელო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ყველა მოუგებს, რამეთუ ვიცი, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი კოალიციისა და „ნაციონალების“ მიმართ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატს, მე მყავს ჩემი ფავორიტი, მაგრამ თავს შევიკავებდი მისი დასახელებისაგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.