პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის გახსნას დაესწრო და აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრა

1-pool-1-mT-Bსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გუშინ ქალაქ რუსთავში ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა და ამ კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი დაათვალიერა.

გუშინვე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი, კომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.

1-pool-1-1-B 1-pool-1-2-B
1-pool-1-3-B 1-pool-1-4-B