პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

1-pool-2-Rob-mtსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს რობერტ მიულერს შეხვდა.  

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილესდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა აშშ–ის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე თქმით, სტატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან არის უდიდესი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.

1-pool2-rob-1
1-pool-2-rob-2