აქტუალური
ჯუმბერ კირვალიძე: "ძალიან დამწყდა გული, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გამჭრიახობა და გამბედაობა ვერ გამოავლინა!“

1-aqt3-jumber-kirvსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი:"არსებობდა აზრი, არცთუ ცუდი, ძალიან ყურადსაღები, რომ აფხაზი დაგვესახელებინა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად".

ჯუმბერ კირვალიძე: "ძალიან დამწყდა გული, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური გამჭრიახობა და გამბედაობა ვერ გამოავლინა! დიახ, განუხილავთ ჩემი შეთავაზება (“საქართველოს აფხაზი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს! საქინფორმი, 28 მარტი, და "გიორგი ანჩაბაძე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი - გზავნილი აფხაზებისთვის"! "ინტერპრესნიუსი", 1 მაისი), მაგრამ არ ჩაუთვლიათ მიზანშეწონილად, სამწუხაროდ...

მიმაჩნია, რომ ქართველებმა, საქართველომ გაუშვა ხელიდან კარგი შანსი ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყების თვალსაზრისით... დიდი საქმე გაკეთდებოდა, რომ აფხაზებს "დაენახათ" ოქტომბერში - ქართველებმა საქართველოს პრეზიდენტად აფხაზი ადამიანი აირჩიეს, რომელიც გახდებოდა ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, და რომ არავითარი რევანშის სურვილი და სიძულვილი მათ მიმართ ქართველებს არა გვაქვს!

ეს იქნებოდა ფსიქოლოგიური გარდატეხა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა პოლიტიკური შედეგი. აფხაზეთი აფხაზების გარეშე დაკარგულია ქართველებისთვის! და აფხაზებისთვის სულერთია, საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება - ხმალაძე, ზურაბიშვილი, კალაძე, მარგველაშვილი, თუ სხვა ვინმე... არც დაელაპარაკებიან  მას!