პოლიტიკა
სააკაშვილი: „მომიტევეთ, თუ რომის იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიეთ ნერონის სახელი წამომცდა კალიგულას ნაცვლად“

1-neroni-polit2საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლის აზრს და არჩევნებამდე, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კიდევ შეიცვალოს აზრი. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრემიერ მარგველაშვილის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თავის დროზე, როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა  რომის საზოგადოებაზე თავისი დომინირების დემონსტრაცია გადაწყვიტა, სენატში საკუთარი ცხენი აირჩია.

„ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას. რა შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლის აზრს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და მან მოგვიანებით კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცოტა მოგვიანებით კი პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „მომიტევეთ, თუ რომის იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიეთ ნერონის სახელი წამომცდა კალიგულას ნაცვლად...სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ლაფსუსზე მეტად შინაარსია გადამწყვეტი და სრულიად არ მახარებს ამ მაგალითის ჩვენი ქვეყნის კონტექსტთან დაკავშირება“.