აქტუალური
13.05.13 - მკვლელმა მთავარსარდალმა თავის მსხვერპლს მიუსამძიმრა!

1-aqt-1-mtav-mishaსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარსარდალმა და „პრეზიდენტმა“ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 08.08.08. ომი დაიწყო და დამარცხდა, რის გამოც საქართველომ ტერიტორიის  20% და ასეულობით ჯარისკაცი დაკარგა, რომელმაც ქართველი ახალგაზრდები ჯერ ერაყში და მერე ავღანეთში სასაკლაოზე გაუშვა, რის გამოც უკვე მერამდენე წელია საქართველოში ათეულობით „გრუზ-200“, ანუ კუბო ჩამოდის იმ უდანაშაულო გმირების ცხედრებით, გუშინ თავის გვერდზე Facebook-ში დაწერა:

„შემძრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში შირგაზას ბაზაზე მომხდარმა თავდასხმამ. ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმეა და მჯერა, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის. მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შესწირეს თავი. 
ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და გულწრფელად ვიზიარებ მათი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ვაჟკაცები ჰყავს.
მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედროები - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა - ამ ბიჭების სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირებისა. 
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებსა და მთელ ქართველ ერს. მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატი
ვი“.

1-aqt-1-qvem-misha