აქტუალური
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიულმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ.