პოლიტიკა
ივანიშვილი: „საქართველომ ყველაფერი უნდა იღონოს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად!“

intveriu-premierსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა „ევრონიუსს“, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ჟურნალისტ ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა, ივანიშვილი პასუხობს, რომ სიტუაციის ამ გზით განვითარების იმედი აქვს და ყველაფერს აკეთებს დიდ მეზობელთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.

"რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ კოსოვოს მაგალითზე, სადაც „ადამიანები ახლა საერთო ენაზე ლაპარაკობენ, საქართველომ ყველაფერი უნდა იღონოს ძმებთანოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად".

პრემიერის თქმით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე გამოძიების დაწყება, რომელსაც სააკაშვილმა რუსული სცენარი უწოდა, ნორმალურია, რადგან, ქვეყნის მეთაურის აზრით, შესაძლებელია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა როგორც ნატოსთან, ისე რუსეთთან, ხოლო სააკაშვილი რუსეთისგან იყო გაღიზიანებული.

ამასთან, პრემიერის აზრით, ნატოში საქართველოს გაწევრებას 10 წელი არ დასჭირდება და ეს საკითხი უფრო ადრე მოგვარდება.

„მსოფლიო იცვლება, ყველაფერი იცვლება. ასე რომ, ერთ-ორ წელიწადში, შესაძლოა, რუსეთიც შეიცვალოს და უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს ნატოსთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.