სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „2008 წლის ომის გამოძიებაზე აპელირება ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნის მიერ აღიარების რისკს“

administraciaსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, იგი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, რომ 2008 წლის გამოძიებაზე მუდმივი აპელირებით განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნის მიერ აღიარების რისკს.

საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ჩარევის შედეგად ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მიზანს თითქმის ვერსად მიაღწია. სწორედ ამ დიპლომატიის შედეგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოები, ერთეული რეჟიმების გამოკლებით, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის ფაქტს. ასევე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ასახულია ტერმინი „ოკუპაცია“, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ გარდაუვლად დადგება დეოკუპაციის დროც“, - ნათქვამია განცხადებაში და იქვე გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ „ამჟამინდელი მთავრობის ზემოაღნიშნული პოზიცია და არათანმიმდევრული დიპლომატია დასახელებულ მიზნებს ვერ მოემსახურება“, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, „საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკური კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით“.