აქტუალური
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა: 2013 წლის 4 თვეში ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტი 91 მლნ ლარია, რაც 86 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს

aqtual2mt-productსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2004-2012 წლებში გაზრდილია 67,5 %-ით. შესაბამისად, საშუალო ეკონომიკური ზრდა წლის განმავლობაში შეადგენდა 7.5%-ს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შეფერხდა და შეადგინა 5,9%, რაც 2003 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5,2%-ით (თითქმის ორჯერ) ჩამორჩება.

წელი        2003   2004   2005  2006   2007  2008   2009   2010  2011  2012

ეკ. ზრდა 11.1%  5.9%  9.6%  9.4%  12.3% 2.3% -3.8%  6.3%  7.2%  7.0%

ეკ.ზრდა (ნაზარდი)

                  5.9% 12.1%  18.8%  25.8%  33.2%  41.1%  49.4%  58.2%  67.5%

ამ წლებში ეკონომიკა მნიშვნელოვანი სფეროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:

სოფლის მეურნეობა          -3.5% (შემცირდა)

მშენებლობა                        +7,5%

მრეწველობა                       +14,1%

ვაჭრობა                               +12,3%

ტრანსპორტი                      + 6,9%

კავშირგაბმულობა              +6%

ჯანდაცვა და განათლება   +6%

უნდა აღინიშნოს რომ 2003 წელს სოფლის მეურნეობა ეკონომიკის 20%- შეადგენდა, თუმცა 2012 წლისთვის მისი წილი 8%-მდე შემცირდა.

ფისკალური ნაწილი 

2013 წლის 4 თვეში (იანვარი - აპრილი) ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტი შეადგენს 91 მლნ ლარს, რაც 86 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2013 წელს 4 თვეში (იანვარი - აპრილი) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი შეადგენს 31,5 მლნ ლარს, ხოლო 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 30,5 მლნ ლარი.

aqtual2qv-product