საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ დაფინანსებულ იქნა ძალიან მსხვილი კაპიტალური პროექტები, რომლებიც არ იყო ორიენტირებული გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე და, შესაბამისად, არც ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
ამ პირობებში მთავრობა მუდამ უნდა დარჩენილიყო ეკონომიკური ზრდის მთავარ მასტიმულირებლად. ახალმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უარი თქვა ამგვარი პროექტების დაფინანსებაზე და ხარჯების რეალოკაცია მოახდინა ისეთ პროექტებზე, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკურ და საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს როგორც მიმდინარე წელს, ისე საშუალოვადიან პერიოდში.
მარტივად რომ ავიღოთ და შევადაროთ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებს (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) ფუნქციური სფეროების მიხედვით, მხოლოდ აღნიშნულ ოთხ თვეში შემდეგ სურათს დავინახავთ:
01.04.2012 01.04.2013 ცვლილება
მლნ ლარი მლნ ლარი მლნ ლარი %
საერთო დანიშნულების სახელმწიფო
მომსახურება 505.1 461.5 -43.6 -9%
თავდაცვა 271.5 167.3 -104.2 -38%
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 249.8 227.7 -22.2 -9%
საბინაო-კომუნალური მეურნეობა 15.3 12.3 - 3.0 -20%
დასვენება, კულტურა და რელიგია 55.7 41.6 -14.1 -25%
ეკონომიკური საქმიანობა 188.8 222.9 +34.1 +18%
სოფლის მეურნეობა 80.6 115.0 +34.4 +43%
საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 41.6 87.2 +45.6 +110%
გარემოს დაცვა 3.6 4.2 + 0.6 +18%
ჯანმრთელობის დაცვა 101.0 135.0 +34.0 +34%
სოციალური დაცვა 486.6 496.3 + 9.7 +2%
სულ: 2,115.0 1,967.1 -147.9 -7%