პოლიტიკა
ევროვიზიაზე ქართველი მომღერლები თავიანთ სიმღერას ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს მიუძღვნიან
evrovizia-mtსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ევროვიზიის კონკურსზე ქართველი მომღერლები სიმღერას ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს მიუძღვნიან. ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. "2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილეები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

სოფო და ნოდიკო დღეს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, მე-15 ნომრად წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ისინი ამ დღეს ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ევროვიზიის კონკურსზე მათ მიერ შესრულებული სიმღერა "Waterfall" დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიეძღვნება", - ნათქვამია განცხადებაში.

evrovizia-qvem