აქტუალური
ირაკლი ალასანიასა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს ტელეფონოთ ისაუბრა

aqtualuri-3-chakსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის  მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ბაზა „შირგაზზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის სახელით, მიუსამძიმრა.

როგორც ჩაკ ჰეიგელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია ქართველი სამხედროების სიმამაცითა და გამბედაობით. ქართველი სამხედროების  პროპესიონალიზმი   მოკავშირეებს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება.