აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდზე მივიდა და ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა

panashvidi-mtსაქართველო, 17 მაისი, საქართველო. გუშინ საღამოს ავღანეთში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა და ქართველი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში საღამოს 7 საათზე დაიწყო, ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „შირგაზაზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, არასაპარლამენტო პარტიები, სამხედროები და მათი ოჯახის წევრები.

მიუხედავად ცუდი ამინდისა, სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიაში იმდენი  ადამიანი მივიდა, რომ გზები გადაიკეტა საცობების გამო.

ალექსანდრე კვიწინაძე, ზვიად დავითაძე და ვლადიმერ შანავა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ოდენზე წარადგინეს. სამივე მათგანს ოჯახის წევრები ღამით,  ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდის მერე საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.

panashvidi-1 panashvidi-2
panashvidi-3 panashvidi-4
panashvidi-5 panashvidi-6
panashvidi-7 panashvidi-8