აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებობა იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში“

konferencia-mtსაქართველო, 17 მაისი, საქართველო. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.

კონფერენციის თემაა რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონში, ლინ ტრეისმა.
"
აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიული საკითხია და ის დიდად განსაზღვრავს საქართველოს და ჩვენი რეგიონის როლს გლობალურ ეკონომიკაში.

საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებობა იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მიზანია, თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობას.

სატრანზიტო დერეფნის განვითარება ბუნებრივად არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი. გლობალურ ეკონომიკაში მყარი პოზიციის მოსაპოვებლად ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობის განვითარებასა და ტრანზიტის ზრდის პროცესში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში.

konferencia-1 konferencia-2
konferencia-3 konferencia-4