სამართალი
თბილისში ლესბოსელებმა, გეებმა, ბისექსუალებმა და ტრანსგენდერებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ არიან დაშავებულები ორივე მხრიდან...

inicdenti-mtსაქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყვითელი ავტობუსებით ლგბტ მხარდამჭერი პირები თავისუფლების მოედნის ტერიტორიიდან გაიყვანეს, აქციის მონაწილენი მათ კოლმეურნეობის მოედნის, ვაჩნაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მიმართულებით დაედევნენ და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აქციის მონაწილეებს ორთაჭალამდე სდიეს.

ვაჩნაძის ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად, სადაც აქციის მონაწილეებს ქვები დაუშინეს, ათამდე ადამიანია დაშავებული. მათ შორისაა რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტი ხატია კალანდაძე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიყვანა პოლიციამ; ერთი პოლიციელი, რომელიც მაშინ დაშავდა, როცა ლგბტ -აქციის წევრები სამარშრუტო ტაქსით გადაჰყავდა და ვითარების განმუხტვას ცდილობდა (პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა); ერთი ყმაწვილი, რომელსაც სამარშრუტო ტაქსმა ფეხზე გადაუარა (ის საავადმყოფოში პატრულის მანქანით გადაიყვანეს).

ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ლგბტ პირების მხარდამჭერებიც. ინციდენტის  ადგილზე  სასწრაფო დახმარების ორი მანქანა გამოცხადდა.

ჰომფობიასთან ბრძოლის მხარდამჭერთა მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები რესტორან "კრწანისთან" შეჩერდნენ და იმის გამო, რომ ორგანიზაცია "იდენტობის" ვერც ერთი წევრი ვერ იპოვეს, ისევ უკან დაბრუნდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, ლგბტ პირების მხარდამჭერებმა მომავალში ვერც კი უნდა იფიქრონ მსგავსი აქციის დაგეგმვა.

აქციის მონაწილეთა გამო ორთაჭალაში მოძრაობა შეფერხებული იყო. მათ ერთ-ერთი ყვითელი ავტობუსის დაზიანებაც კი სცადეს, რადგან, მათი მოსაზრებით, ლგბტ-ები შესაძლოა ავტობუსში ყოფილყვნენ.

incidenti-1 incidenti-2
incidenti-3 incidenti-4