აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დავიწყეთ რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის შენება ეროვნული ინტერესების საფუძველზე, ეს არის ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო“

aktual-margvelaSvსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან“, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა 44 წლის დოქტორმა გიორგი მარგველაშვილმა თავის პირველ ინტერვიუში რუსეთის მედია-საშუალებებისთვის მოუთხრო “იზვესტიას“, გამარჯვების შემთხვევაში როგორ ააგებს ურთიერთობას რუსეთთან და დასავლეთთან.

- ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში უფრო რაციონალურ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ უსერიოზულესი პრობლემები, რომლებიც დღეს ორ ქვეყანას შორის არსებობს, გადაიჭრება სახელმწიფო ინტერესების კონტექსტში, და არა პოლიტიკური ინსინუაციებით და ემოციებით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ჩვენ ვეცდებით. ეს გრძელი გზაა, თუმცა, ვექტორი განსაზღვრულია - რაციონალიზმი.

- ქართულმა ოცნებას უკვე განსაზღვრა მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარების პრიორიტეტები?

- დიახ. უკვე ნათლად ჩანს, რომ ჩვენ დავიწყეთ ასეთი პოლიტიკის შენება ეროვნული ინტერესების საფუძველზე, ეს არის ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო.

- ამასთან, დასავლური კურსის უცვლელობის დეკლარირება ხდება.

- რა თქმა უნდა. ჩვენ ავაგებთ რაციონალურ პოლიტიკას მთლიანობაში. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ. ასე ვხედავთ ჩვენს როლს დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი სახელმწიფოს, საიმედო პარტნიორისა და რეგიონში პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშის სახით.

- და კიდევ ერთი შეკითხვა, როგორც განათლების მინისტრს. საქართველოში დღეს რუსული ენისადმი ინტერესი ბრუნდება. რით ახნით ამას?

- ამ საკითხში პოლიტიკური შემადგენელი აღარ არის, არის მხოლოდ კულტურული, ეკონომიკური. ჩვენ არ განვიხილავთ რუსულ ენას მთელი მისი სიმდიდრით, ისტორიით რუსეთთან არსებული პოლიტიკური პრობლემების და პოლიტიკური დებატების კონტექსტში.