აქტუალური
დღეს, 24 მაისს, დედაენის ბაღში: „ენა, მამული, სარწმუნოება“ - პედერასტების წინააღმდეგ!

1-aqtualuri-2-dedaenaსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, დღეს, 19:00 საათზე სამოქალაქო საინიციტივო ჯგუფი დედაენის ბაღში გამართავს აქციას სახელწოდებით „არა თეოკრატიას!" და 17 მაისს თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე პირთა დასჯას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით 3 დღის წინ ონლაინ–პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის 15 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

დღესვე, ერთი საათით ადრე - 18:00 საათზე, იმავე ადგილას - დედაენის ბაღში საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნული ფრონტი" საპროტესტო აქციის გამართავს.  უფლებადამცველი ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წევრი გიორგი გაბედავას განცხადებით, „24 მაისს, 18:00 საათზე დედაენის ბაღში  აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ვუერთდები. მათ რაღაც პეტიცია მოამზადეს და 17 მაისის მოვლენების გამო ადამიანების დასჯას ითხოვენ. ეს პეტიცია გაყალბებულია, ეს არის სიცრუე, ვითომ მეც მაქვს ხელი მოწერილი, ეს პედერასტების გაკეთებულია. ამ ხალხის სიცრუეში შეყვანა სურთ. ვნახოთ ხვალინდელ აქციაზე, რეალურად რამდენი არიან, აცხადებენ, რომ 15 000 ხელმომწერი ჰყავთ, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, ხელი რას მოაწერა," - განუცხადა მან Front News-ს.