აქტუალური
დაშგინ გიულმამედოვი: “ოფიციალურმა ანკარამ და თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ საქართველში მცხოვრებ თურქებზე, რომლებსაც ძალიან მწვავე პრობლემები აქვთ“

1-akt-mt-dashginსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს თურქთა კონფედერაციის ინფორმაციის დეპარტამენტი საქინფორმს ატყობინებს, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტი დაშგინ გიულმამედოვი გუშინ ანკარაში პარტია "მამულის" თავმჯდომარე იბრაჰიმ ჩელების შეხვდა.

ოპოზიციური პარტია "მამულის" ლიდერთან ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს თურქთა კონფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელმარ გასანოვი, პარტია "მამულის" გენერალური მდივანი ზეკი ოზდემირი და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნაფიზ ონჯული. შეხვედრაზე განიხილეს თურქულ-ქართული ურთიერთობა, საქართველოს თურქთა ძირითადი პოლიტიკური და ჰუმანიტარული პრობლემები და თურქებით დასახლებულ საქართველოს რეგიონ ბორჩალოში (ქვემო ქართლი) არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია.

შეხვედრაზე დაშგინ გიულმამედოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ანკარამ და თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველში მცხოვრებ თურქებზე უნდა იფიქრონ, რადგან ამჟამად საქართველოს თურქებს ძალზე მწვავე პრობლემები აქვთ.

პარტია “მამულის“ ლიდერმა იბრაჰიმ ჩელებიმ განაცხადა, რომ თურქულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა - სასურველია. თურქეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს თურქთა პრობლემებს, იბრაჰიმ ჩელებიმ აღნიშა, რომ მისი პარტია მზადაა აჩვენოს პოლიტიკური ნება საქართველოს თურქთა ძირითადი პრობლემების მოგვარებისთვის.

ოფიციალური შეხვედრის დასასრულს დაშგინ გიულმამედოვი და იბრაჰიმ ჩელები საქართველოს თურქთა კონფედერაციასა და თურქეთის პარტია "მამულს" შორის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

1-akt-dashgin-qv