აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო: „პოლკოვნიკი მალხაზ ბოხუა 500 000 ლარზე მეტი თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს“

1-akt-boxuaსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ ბოხუა.

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მალხაზ ბოხუას ბრალი ედება 2012 წლის იანვარ-აგვისტოში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგო ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით - 500 000 ლარზე მეტი - თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში.

მალხაზ ბოხუა ამჟამად დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.