პოლიტიკა
New York Times-ის სტატია “თალიბების თავდასხმამ ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი მოკლა“ საქართველოში შეაფასეს, როგორც ამერიკელი შეფების სასტიკი უმადურობა ქართველი სამხედროების სამსახურისა და დაღუპვისთვის

pismo-pol-1საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 7 ივნისს New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია “Taliban Attack Kills 7 Georgian Soldiers in Afghanistan“, რომელსაც ALISSA J. RUBIN and TAIMOOR SHAH აწერენ ხელს, ქართულმა საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ამერიკელი შეფების სასტიკი უმადურობა ქართველი სამხედროების ავღანეთში სამსახურისა და დაღუპვისთვის. როდესაც სტატიის ქვემოთ მოყვანილ ფრაგმენტებს გაეცნობა, რომლებიც საქინფორმმა ინგლისურიდან თარგმნა, მკითხველი მიხვდება - რატომ.

“ჰელმანდი - ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი პროვინციაა, რომელმაც 2001 წლიდან, მინიმუმ 935 სიცოცხლე შეიწირა... საქართველო, რომლის კონტინგენტი 1570 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის ყველაზე მსხვილი მონაწილეა...ქართული ჯარები ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებენ... ეხმარებიან რა ხარვეზის შევსებაში, როდესაც ამერიკელებმა სახლში გაისტუმრეს ორ მესამედზე მეტი იმ თითქმის 20 000 საზღვაო ქვეითისა, რომლებიც ოდესღაც ამ და მეზობელ ნიმრუზის პროვინციაში იყვნენ განლაგებული... ბოლო ეპიზოდმა ავღანეთში 2004 წელს  ჯარების შესვლიდან მოკლული ქართველების რიცხვი 30-მდე გაზარდა... ქართველებს ჰელმანდის პროვინციაში 3 ბაზა აქვთ, ყველა - პროვინციის ჩრდილოეთში, სადაც თალიბები თავისი მიწების დასაბრუნებლად იბრძვიან: რაიონებში Now Zad, Musa Qala და Sangin-ის მახლობლად... ზოგიერთი ავღანელი უხუცესის აზრით, ამ რაიონებში ქართული ჯარები არ უყვართ... მათ ინგლისური არ იციან და რუსულად ლაპარაკობენ... როგორც კი Landy-Nawa-ში მათი ბაზის მახლობლად ავტომობილი გამიფუჭდა, მომცვივდნენ და მაიძულებდნენ, მანქანა იქაურობისთვის მომეშორებინა. მე ავუხსენი, რომ არ შემიძლია უძრავი ავტომობილის მოშორება, მაგრამ ისინი არ მეხმარებოდნენ მანქანის გაწევაში... ქართველები საველე მეთაურებივით იქცევიან, ჯარისკაცები მეტისმეტად ბევრ არასაჭირო ჩხრეკას ატარებენ და წვრილ საგნებს იპარავენ, როგორიცაა მაჯის საათები და ფული... მაცხოვრებლებთან ურთიერთობა თავად ქართველმა პატრულებმა გაიფუჭეს, რომლებსაც არავინ აიძულებს, პატრულირება გასწიონ... ადგილობრივმა ავღანელმა მოხელემ - რაიონულმა ხელმძღვანელმა Niamatullah Khan-მა თქვა, რომ საჩივრები ქართველებზე, რომლებსაც გასულ წელს იღებდა, საგრძნობლად შემცირდა, და ივარაუდა, რომ ან ქართველებმა თავიანთი საქციელი დაიოკეს, ანდა მცხოვრებლები მათ უკვე მიეჩვივნენ და ჩივილით დაიღალნენ.