სამართალი
ახალი კანონი სასამართლოში „გაირჩევა“

sakonstitucio-sasam„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ლევან იზორიამ მიმართა. სარჩელის საგანია პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის კონსტიტუციურობის დადგენა.

„ამ კანონში არ არის განსაზღვრული, რის საფუძველზე შეუძლია პოლიციელს, გააჩეროს და გაჩხრიკოს ფიზიკური პირი. ეს პოლიციელს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს. ასეთი სახის ზოგადი პოლიციური უფლებამოსილებები, ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს,“ - განუცხადა საქინფორმს ლევან იზორიამ.

პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პირი და აწარმოოს ზედაპირული შემოწმება.

საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება.