სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

drugsსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს 1981 წელს დაბადებული ზაქარია ჭ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია ოპიუმის შემცველი 2 კგ და 374 გრ დამაძინებელი ყაყაჩო.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ზაქარია ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.