სამართალი
რიჩარდ ნორლანდი: “პრემიერი თანამდებობას მაშინ დატოვებს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი“

1-richard-norlსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში პრემიერ ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა.

“პრემიერმა ნათლად განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმავს პოლიტიკიდან წასვლას. იგი ამის გაკეთებას ისე გეგმავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი”, – აღნიშნა ნორლანდმა.