საზოგადოება
შეხვედრა გალში

shexvedra-galshiდღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა იმართება, სადაც კრიმინალურ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ.

შეხვედრაში ქართული მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის მეთაურობით მიიღებს მონაწილეობას; აგრეთვე, მონაწილეობენ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურენენი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი. რუსულ მხარეს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო და უშიშროების ფედერალური სამსახური წარმოადგენს.