აქტუალური
„როსპოტრებნადზორთან“ არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის ვიზიტი საქართველოში

komplex-aqt-3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დღეს კომპლექს „ღვინის სამყაროში“ “საქართველო–რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის” ორგანიზებით იმართება კონფერენცია სახელწოდებით  „ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე“, რომელსაც „როსპოტრებნადზორთან“ არსებული ალკოჰოლური  პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი კატუკოვი უძღვება.

კონფერენციაზე მოწვეული არიან: ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე, რუსეთის სანიტარულ სამსახურში დარეგისტრირებული ქართული კომპანიები და მწარმოებლები.

კონფერენციაზე განსახილველი საკითხებია: ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რუსეთში იმპორტის დაწყების აღნიშვნა; განვლილ პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შეჯამება; წარმოჩენილი პრობლემები და მათი გადაჭრის პერსპექტივები; რუსული ბაზრის მარკეტინგული შეფასება და ექსპორტის დაწყება, როგორც საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში  გადადგმული  პოზიტიური ნაბიჯი.