უცხოეთი
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს საბოლოო რედაქციით ბრალი წაუყენა. დაკავებულ პირებს 2011 წლის ნოემბერსა და 2012 წლის იანვარში ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა ედებათ ბრალად.
"გამოძიების მიერ ამ პირების ქმედება აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის 2-ე ნაწილით არის კვალიფიცირებული, რომელიც გულისხმობს შეიარაღებულ ჯგუფში ან მის მიერ ჩადენილ თავდასხმაში მონაწილეობას", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.