აქტუალური
ორშაბათს! პირველად! სიმართლე, რომლის გამოც ნატოს მიერ გაწვრთნილი პოლკოვნიკი ციხეში ჩასვეს! საქინფორმი ხსნის გრიფს "სრულიად საიდუმლო"

aqtual-1-voinaსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ორშაბათს, 2013 წლის 1 ივლისს და მხოლოდ ჩვენთან მკითხველი პირველად გაიგებს ამგვარ სიმართლეს 2008 წლის 8-12 აგვისტოს ომის შესახებ!

ამის შესახებ საქინფორმს სამხედრო სიზუსტით უამბობს ნატოს მიერ გაწვრთნილი პროფესიონალი - 08.08.08. ომგამოვლილი პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს ძალზე მაღალი რანგის ყოფილი ხელმძღვანელი.

ორშაბათს, 2013 წლის 1 ივლისს, მკითხველი გაიგებ, სიმართლისთვისთვის, რომლისთვისაც ნატოს ნებისმიერ სახელმწიფო პოლკოვნიკს ორდენებით, პრემიით დააჯილდოვებდ და დააწინაურებდა, სააკაშისტურ საქართველოში როგორ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, დააპატიმრეს და სამხედრო საიდუმლოების ბრალდებით გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს...

08.08.08 ომის მიღებული გაკვეთილები, რომლებზე საუბრის დღესაც კი, ახალი ხელისუფლების პირობებშიც ეშინიათ - ეს არის ანალიტიკური მასალა, რომელიც სრულიად საფუძვლიანად შეიძლება დაიდოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მომავალ დასკვნაში, მისი მიზეზების არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა სამხედრო შემადგენლად.

საქინფორმი,"გაუთვალისწინებელი გარემოებების" თაიდან ასაცილებლად, დღეს არ ასახელებს ამ მასალის ავტორს, რომლის გამო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქინფორმს გაცილებით უფრო საშინელი რეპრესიები დაატყდებოდა, ვიდრე ტელეკომპანია "იმედზე" თავდასხმა იყო, ხოლო მის მთავარ რედაქტორს და თანამშრომლებს - იმის მსგავსი წამება, ათასობით ვიდეოზე რომ რის აღბეჭდილი, რომელთა შესახებ შოკირებული საზოგადოება 2012 წლიდან დღემდე იგებს...

მაშ ასე, ორშაბათიც გათენდება!