აქტუალური
დათო ნუცუბიძე: “დაბლა დაგდებული პატიმარი დავინახე, რომელსაც ორი ე.წ ქათამი ედგა თავზე - ტერაშვილი და სისაური”

aqtualuri-2-tetraZeსაქართველო, 2 ივლისი, საქართველო. გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გლდანის №8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დავით ნუცუბიძე პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საშინელ წამებას და გარდაცვალებას იხსენებს:

"ერთ საღამოს, დაახლოებით 8-9 საათზე "შლუზში" ციხის დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ მანქანა  შემოაყენა. ციხის თანამშრომელმა სერო ბიწაძემ ხელბორკილით ჩაბმული გამოიყვანა ვიღაც პატიმარი. უკან ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია მოჰყვებოდნენ. ალექსანდრე მუხაძე  ჩაჯდა მანქანაში უკან, მარჯვენა მხარეს, სერგო ბიწაძე მარცხნივ. შუაში ჩაისვეს ეს ჩემთვის უცნობი პატიმარი.  მანქანა დაწესებულებიდან გავიდა. გასვლისას პატიმარი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა.  რამდენიმე საათში იმავე შემადგენლობით დაბრუნდნენ. პატიმარი ფეხს ითრევდა, ნელა მოძრაობდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დირექტორმა პატიმარი უჩუმრად გაიყვანა ოჯახთან შესახვედრად ან რესტორანში საქეიფოდ. ნასვამ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოგვიანებით კი, შევიტყვე, რომ ნაცემი იყო...

...კიბეებამდე მივედი, ქვემოთ ჩავიხედე და ვიქტორ ყაჭეიშვილს და ოლეგ ფაცაციას მოვკარი თვალი. ვიღაც სასოწარკვეთილი ხმით ყვიროდა - რას შვრებით, ხალხო, ადამიანები არა ხართ?! 10-15 წუთის განმავლობაში ღრიალის და ღმუილის ხმა სულ უფრო მატულობდა, შემდეგ უცბათ მიყუჩდა. ვიღაცამ დაიძახა, დროზე, ექიმიო! სწრაფად ჩავირბინე კიბე და პირველ სართულზე საკანში შევიხედე, სადაც დაბლა დაგდებული პატიმარი დავინახე, რომელსაც ორი ე.წ  "ქათამი" ედგა თავზე - ტერაშვილი და სისაური. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა სამორიგეოდან ტელეფონოგრამა გადაიგზავნა დეპარტამენტში, მაშინ გავიგე გარდაცვლილი პატიმრის ვინაობა. ეს სწორედ ის პატიმარი იყო, სამი დღით ადრე მუხაძემ რომ "გაასეირნა". მოვახერხე ტელეფონოგრამის ჩუმად წაკითხვა. იქ ეწერა, თითქოს კორპუსში (და არა კარანტინში) პატიმარი სერგო თეთრაძე ცუდად გახდა და გული გაუსკდა. გული, ალბათ, მართლაც გაუსკდა - ტანჯვას ვეღარ გაუძლო!", - იხსენებს დავით ნუცუბიძე 2011 წლის სექტემბერში მომხდარ ფაქტებს.