სამართალი
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან გამოცემა „Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში გააკეთა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სოჭის ოლიმპიადამდე ვერ მოესწრება, რადგან ამისათვის “აუცილებელია დრო და შესაბამისი გარემოებები“.
პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით პოზიტიური წინსვლა უკვე არსებობს. „პრაქტიკულად აღდგენილია სავაჭრო ურთიერთობები, ქართული პროდუქცია უკვე შევიდა რუსულ ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.