აქტუალური
შსს-მ მკვლელობის ფაქტი მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნა

aqtual-2-mt-saqmeსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

aqtual-2-qvem-saqme aqtual-2-qvemott-samq-2