საზოგადოება
თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს მიმართა
1-meriaსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს მიმართა და მოუწოდა  ფინანსთა მინისტრს, „შეპირებული "უპრეცედენტო გამჭვირვალობის" ფარგლებში, 27 ივნისის დილის საათებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების დაკავებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიყვანის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, უზრუნველყოს მოცემული ორგანოს უკანა შესასვლელის პერიმეტრზე და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეო კამერებით გადაღებული მასალის იმ მონაკვეთების გამოქვეყნება, სადაც დაფიქსირებულია მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების შენობაში შესვლის პროცესი.
მოცემული ვიდეოკადრების გამოქვეყნებით, ნათელი მოეფინება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დაკავების კანონიერების შესახებ და ეს ვიდეომასალა გაცილებით უფრო ინფორმაციული იქნება, ვიდრე არაფრის მომცემი ე.წ. "ბანკომატის კადრები",
- ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ვიდეო მასალა დამუშავების პროცესში "შემთხვევით" არ დაზიანდება“, ხოლო მათი სხვადასხვა მიზეზით არარსებობა (ტექნიკური გაუმართაობა, ჩაწერის განუხორციელებლობა და ა.შ.) ჩვენ მიერ აღქმული იქნება დანაშაულის კვალის დაფარვად და "უპრეცედენტო გაუმჭვირვალობად", რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს დაკავების უკანონობას და მის პოლიტიკურ ხასიათს“.