აქტუალური
შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა - 116 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია!

1-narkotref-mtსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ახალციხის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქე.

დაკავებისას თურქეთის მოქალაქე მართავდა „მერსედესი“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე. 

სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500-გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 116 კგ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ივლისს გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. თურქეთის მოქალაქემ საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვისათვის უკანონოდ შემოიტანა 116 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.

1-narkotref-1 1-narkotref-2
1-narkotref-3 1-narkotref-4
1-narkotref-5 1-narkotref-6
1-narkotref-7 1-narkotref-8