პოლიტიკა
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აღძრეს. ამ დროისათვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.