პოლიტიკა
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 11-12 ივლისს საქართველოს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ეწვევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებულ მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ”.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.