საზოგადოება
ბედუკაძე: „სააკაშვილს ვერ მოუნელებია ეს კადრები და ვერც მოინელებს“

1-bedukaZe-SaakaSviliსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ვლადიმერ ბედუკაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს და მის იმ განცხადებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების სანაცვლოდ თანხა აიღო.

ამის შესახებ ბედუკაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილს დანაციონალებს"ვერ მოუნელებიათ ეს კადრები და ვერც მოინელებენ", - განაცხადა ბედუკაძემ და დასძინა, რომ იმ ყოფილი პატიმრების წინააღმდეგაც იჩივლებს, რომლებიც წამებაში მას ადანაშაულებენ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ გავრცელდა წამების ამსახველი კადრები 2012 წლის სექტემბრამდე, - ბედუკაძემ აღნიშნა, რომ ეს იმ გუნდმა გადაწყვიტა, რომელიც ფირების გავრცელებაში იყო ჩართული.

ამასთან, ბედუკაძის თქმით, ის საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ძალოვან უწყებებს გააკონტროლებს და პატიმრების უფლებებს დაიცავს.