პოლიტიკა
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. NDI საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს.
მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აქვს - იგი გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს.
ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 69%-ს. “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 45%-ს. “ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო კანდიდატი დავით ბაქრაძე მოსწონს 48%-ს.საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის მოწონების მაჩვენებელი 16%-დან 21%-მდეა გაზრდილი. სალომე ზურაბიშვილი მოსწონს 38%-ს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსწონს 61%-ს. ეკა ბესელია უწინდებურად - 52%-ს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 23%-ს. თბილისის მერი გიგი უგულავა - 25%-ს. ვანო მერაბიშვილი - 17%-ს (მარტში იყო 26%), უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია კი - 10%-ს.
კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2 338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.