საზოგადოება
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს: “სად იყავით მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?!“

wulukiANI-saz-1საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. „არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, გამოვიყენო "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და შემოვიდე წარდგინებით მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ,“ - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილ წერილობით მიმართვას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა 13 ივლისს გაგზავნა თეა წულუკიანის სახელზე მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურის წარდგინებით სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა პატიმართა წამების კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე.

“სად იყავით მაშინ, როცა ჩემს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში ყოველდღე ორმოცამდე ნაწამები თუ უკანონო განაჩენით გაწამებული პატიმრის საქმე იყრიდა თავს?! ან მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?! სად იყავით მაშინ, როცა მოხდა ტრაგედია, სახელად − „არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის განაჩენი“?! სად იყავით და რა გეზეიმებოდათ მაშინ, როცა 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებითქვენი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე ხელფეხშებოჭილნი და ღირსებაშელახულნი ძირს იწვნენ?! სად იყავით, როცა პროკურატურაში ბიზნესმენებს იბარებდნენმეგობრული საუბრებისათვისდა, ამის პარალელურად, ჩემი წინამორბედი მათი ოჯახის წევრებს ქონების დათმობის, ჩუქების ან კიდევ იუსტიციის სახლების უფასოდ შენების ან მოწყობის თანხმობას ართმევდა?! სად იყავით, როცა კეთდებოდა ის 17 000 უკანონო ფარული ჩანაწერი, რომლებიც ახლა აღმოვაჩინეთ და რომლებზეც ჩვენი მოქალაქეთა პირადი ცხოვრება ან კიდევ ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ოფიციალურ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამებაა ასახული?!

რომელი ერთი გკითხოთ, პრეზიდენტო...თქვენი მხრიდან ახლა ადამიანის უფლებებზე აპელირება დაგვიანებულია...“ - წერს თეა წულუკიანი.