პოლიტიკა
საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა", - ამის შესახებ გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს. ბაქრაძის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც ძალიან მტკივნეული და რთული პროცესია.
"ნაციონალური მოძრაობა ისეთი, როგორიც 1, 2, და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება! ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა! ამას ვამბობ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეს განცხადება ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ. ამიტომ პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს - თუ ნაციონალური მოძრაობა ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან", - აცხადებს დავით ბაქრაძე.