საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „მე, როგორც მამას, არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება“

batumimariam_საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 16 წლის მარიამ კოჩალძის მკვლელობას გამოეხმაურა: შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას, არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება.

სააკაშვილის თქმით, ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, ამავდროულად, მას სურს პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, რომ ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი აღმოაჩინეს.  გოგონა წუხელ ღამით სახლში არ მისულა, რის გამოც მას ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილით კი იგი ბათუმის ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. დაკარგულია მისი ველოსიპედი და მობილური ტელეფონი.